მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი საგარეო ვალით

მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი საგარეო ვალით

Global Finance იმ ქვეყნებს ასახელებს, რომელსაც ყველაზე მოცულობითი საგარეო ვალი აქვთ. ორგანიზაციამ ჯამში მსოფლიოს 76 ქვეყნის მონაცემები შეადარა ერთმანეთს. მათში საქართველო 70-ე ადგილს იკავებს. 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოს 15.5 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი ჰქონდა.

ყველაზე მსხვილი საგარეო ვალის მქონე ქვეყნების პირველი ათეული შემდეგია:

ამერიკის შეერთებული შტატები – 18.3 ტრილიონი დოლარი

გაერთიანებული სამეფო – 7.4 ტრილიონი დოლარი

საფრანგეთი – 4.9 ტრილიონი დოლარი

გერმანია- 4.8 ტრილიონი დოლარი

ნიდერლანდების სამეფო – 3.8 ტრილიონი დოლარი

ლუქსემბურგი – 3.8 ტრილიონი დოლარი

იაპონია – 3.4 ტრილიონი დოლარი

იტალია- 2.2 ტრილიონი დოლარი

ირლანდია – 2.1 ტრილიონი დოლარი

ესპანეთი – 1.6 ტრილიონი დოლარი

საქართველოს მეზობელი თურქეთი სიაში 30-ე ადგილს იკავებს. ქვეყნის საგარეო ვალი 400 მილიარდ დოლარს აღემატება. 39-ე ადგილზეა ყახაზეთი 163 მილიარდი დოლარით. საქართველოს 1 პოზიციით ჩამოუვარდება სომხეთი, რომელსაც 9,9 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აქვს.

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა და 17.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *