"ქართული ლუდის კომპანია" 20 მლნ ლარის ბონდებს გამოუშვებს

"ქართული ლუდის კომპანია" საქართველოს საფონდო ბირჟაზე 20 მილიონი ლარის ბონდების განთავსებას გეგმავს. ფასიანი ქაღალდები ბაზარზე დაახლოებით 3 თვეში განთავსდება.

ამასთან, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scrope Ratings-მა "ქართული ლუდის კომპანიას" ბიზნეს რისკის მიხედვით BB- რეიტინგი მიანიჭა, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით BB. აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას ლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშავს, რაც კომპანიისთვის პირველი პრეცედენტი იქნება. რეიტინგის მოძიებაში ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია ,,თიბისი კაპიტალი’’ დაეხმარა.

"ქართული ლუდის კომპანია" რამდენიმე სახეობის ლუდს, მათ შორის "ზედაზენს", "ბავარიას" და "ბელგიურს" აწარმოებს.

ქართული ლუდის კომპანია Scrope Ratings

წინა სტატია

სამუშაო უნარები, რომელსაც ქართველი დამსაქმებლები ითხოვენ
03 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა
03 აპრილი, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker