არარეზიდენტი პირები საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას შეძლებენ

"არარეზიდენტი პირები საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას შეძლებენ", - ინიციატივის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები საქართველოში, ამასთან გახსნან ანგარიშები საქართველოს საბანკო სისტემაში.

"მათ ასევე ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიის მართვა, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მნიშვნელოვანი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთან კოორდინაციის კუთხით. დარწმუნებულივარ, ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა", - განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა

ჩვენ გირჩევთ

რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება

რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები

რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები

კომპანიების რეგისტრაცია არარეზიდენტი პირები გიორგი კვირიკაშვილი

წინა სტატია

The Truth About Cement in Georgia and You - the Consumer
04 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

Non-residents will be able to register companies online in Georgia
04 აპრილი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker