რუსი მილიარდერების ზარალმა $16 მილიარდს გადააჭარბა

რუსი მილიარდერების ზარალმა $16 მილიარდს გადააჭარბა

რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება $16 მილიარდზე მეტად შემცირდა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში შესული თითქმის ყველა რუსის ქონება შემცირდა. ყველაზე მეტად „ნორნიკელის“ პრეზიდენტმა ვლადიმერ პოტანინმა იზარალა, რომელმაც  $2.25  მილიარდი დაკარგა. Lukoil-ის ხელმძღვანელის ვაგიტ ალეკპეროვის ქონება $1.37 მილიარდით შემცირდა. 

შემცირდა რუსეთის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციაც, – შემცირებამ ორშაბათს 820 მილიარდი რუბლი შეადგინა. 

ჯამში რუსეთის 27-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 16 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.  

აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სანქციები 6 აპრილს გააფართოვა. სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *