უმამი – ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში

უმამი – ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში

თბილისის ყველაზე მოდური სასტუმროს, „რადისონ ბლუ ივერიის“ მენეჯმენტმა თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს შესანიშნავი აზიური რესტორანი შესთავაზა.

განსხვავებული კონცეფციის სრულყოფის მიზნით, რესტორნის შემქმნელებმა ტრადიციული აღმოსავლური დიზაინი ნატურალური ქვებითა და ვინტაჟური ელემენტებით გააზავეს. მდიდრული და ყველაფრისგან გამორჩეული ინტერიერის დიზაინი შექმნილია იმ განსხვავებული ატმოსფეროს უკეთ შესაგრძნობლად, რაც „უმამიში“ მისულ სტუმრებს დახვდებათ.

სიტყვა „უმამი“, საუკეთესოდ გამოხატავს რესტორნის კონცეფციას: ტერმინი აღნიშნავს ე.წ. „მეხუთე გრძნობას“, რადგან აერთიანებს იმ გემოებს, რომლის აღქმაც ადამიანის ენას შეუძლია: ტკბილს, მჟავეს, მლაშესა და ცხარეს.

„უმამის“ აზიელი შეფმზარეულები იყენებენ აღმოსავლური სამზარეულოს ტრადიციულ ინგრედიენტებსა და კერძების მომზადების ინდივიდუალურ ტექნიკას, რათა სტუმრებს ბოლომდე შეაგრძნობინონ იაპონიის, ტაილანდისა და ჩინეთის ეგზოტიკა. ტეპანიაკის ფართო არჩევანი გამოარჩევს „უმამის“ დახვეწილ მენიუს.

სტუმრებს ეძლევათ საშუალება, დააკვირდნენ აზიელი შეფმზარეულების შემოქმედებით პროცესს რესტორნის ღია სამზარეულოში, დააგემოვნონ ყველაზე ახალი სუში ან ტეპანიაკისა თუ ტერიაკის არჩევანი „უმამის“ ეგზოტიკური მენიუდან.

„ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორია სწრაფად ვითარდება და ჩვენ მალე თბილისში აქტივობის ცენტრად ვიქცევით. ჩვენს სასტუმროს იდეალური განლაგება აქვს და ლოგიკური იყო, რომ არსებული მომსახურებისათვის უმაღლესი დონის აზიური რესტორნის დამატება გადავწყვიტეთ,“- განაცხადა „რადისონ ბლუ ივერიის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა, ბერნარდ თომასმა.

„უმამი“ მდებარეობს სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ და სტუმრებს 12-დან 24 საათამდე მასპინძლობს. ჯავშნებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: +995 322 402200

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *