თბილისის უბნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

გასულ წელს, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი, 2016 წელთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა. თი-ბი-სი ბანკისა და ISET-ის კვლევის მიხედვით, ჯამში გაყიდული უძრავი ქონების 40.7% თბილისზე მოდიოდა, მას მოსდევს აჭარა 11.6% -ით და კახეთი 9.9%-ით.
წლიურად უძრავი ქონების რეალიზაცია ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა და ზრდამ 34.1% შეადგინა. თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 15.6%-ით გაიზარდა.
უძრავი ქონების გაყიდვების გარიგებები საქართველო რეგიონების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თბილისი - 39 801 ერთეული და მთლიანი მოცულობის 40%
- აჭარა - 11 471 ერთეული და მთლიანი მოცულობის 11.6%
- კახეთი - 9 790 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.9%
- ქვემო ქართლი - 9 188 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.3%
- იმერეთი - 7 260 ერთეული და მთლიანი მოცულობის 7.4%
- მცხეთა-მთიანეთი - 5 163 ერთეული და მთლიანი მოცულობის 5.2%
- თბილისში სამი ყველაზე აქტიური უბანი შემდეგი იყო:
- საბურთალო - 9 995 ერთეული და მთლიანი მოცულობის 25.1%
- ვაკე - 7 282 ერთეული და მთლიანი მოცულობის 18.3%
- სამგორი - 3 994 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.9%
კვლევის მიხედვით, თბილისში გასულ წელს 804 ახალი შენობა დასრულდა.
საცხოვრებელი ფართების გასაყიდი ფასი (კვ.მ-ს მიხედვით) თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:
- მთაწმინდა - $1012
- ვაკე - $924
- კრწანისი - $809
- საუბრთალო - $855
- ჩუღურეთი - $756
- დიდუბე - $715
- ისანი- $660
- ნაძალადევი - $568
- გლდანი - $535
- სამგორი - $556
რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების გაქირავებას, ამ შემთხვევაშიც ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და ის კვ.მ-ზე 8.53 დოლარს შეადგენს. მას მოსდევს ვაკე 7.66 დოლარით და საბურთალო 6.83 დოლარით.