მოსახლეობის შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით 10 747 (PPP) დოლარი იყო და ამ მაჩვენებლის სიდიდით საქართველომ 190 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2016 წელსაც 108 ადგილზე ვიყავით 10 053 (PPP) დოლარით. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 11 481 (PPP) დოლარამდე გაიზრდება და რეიტინგში 108-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი კატარაშია - 124 529 დოლარი, მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 106 374 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 677 დოლარით. ბოლოდან მეორეზე ბურუნდია 735 დოლარით.

შემოსავლების მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოსა დომინიკა (11 102 დოლარი) და კოსოვოა (10 515 დოლარი).

ცხრილი: ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2017 წელს

ქვეყანა

PPP დოლარი

კატარი

124,529

ლუქსემბურგი

106,374

სინგაპური

93,905

ბრუნეი

78,196

ირლანდია

75,538

ნორვეგია

71,831

არაბთა გაერთიანებული ემირატები

67,741

ქუვეითი

66,163

შვეიცარია

61,422

ჰონგ კონგი

61,393

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ჩვენ გირჩევთ

მარტში ფულადი გზავნილები 17 პროცენტით გაიზარდა

მარტში სახელმწიფო ვალი 382 მილიონი ლარით შემცირდა

მარტში ფულადი გზავნილები 17 პროცენტით გაიზარდა

მარტში ფულადი გზავნილები 17 პროცენტით გაიზარდა

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP საერთაშორისო სავალუტო ფონდი

წინა სტატია

Hazardous Work
19 April, 2018

შემდეგი სტატია

კორუფციული რისკების აღქმის ინდექსში საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა
19 April, 2018
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker