რამდენად "ჩრდილოვანია" საქართველოს ეკონომიკა - IMF-ის პასუხი

რამდენად "ჩრდილოვანია" საქართველოს ეკონომიკა - IMF-ის პასუხი

IMF-ის გამოთვლით საქართველოს მშპ-ში “ჩრდილოვანი ეკონომიკის” წილი დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია, – ამის შესახებ ფორბსს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები არ მოიცავს ქვეყანაში ე.წ. არაფორმალური ეკონომიკის წილს. სწორედ არაფორმალურ ეკონომიკას უკავშირებს IMF მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

“ჩრდილოვანი ეკონომიკის გასაზომად სხვადასხვა ორგანიზაციები განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებენ. ჩვენ ძირითადად ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობით, რომელსაც სტატისკის სამსახური ფლობს. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 10%-ის ფარგლებშია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ის არ მოიცავს არაფორმალური ეკონომიკის წილს. მაგალითად ვიცით, რომ საქართველოში სოფლად საკმაოდ ბევრი ადამიანი აწარმოებს საკვებ და სხვა სახის პროდუქტს. სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ე.წ. სამუშაო კვლევა. კვლევის შედეგები არ ემთხვევა ჩვენს მონაცემებსა და პოზიციას. აღნიშნულ კვლევაში გაზომილია არაფორმალური ეკონომიკის წილიც”, – ამბობს მერსედეს ვერა მარტინი.

მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია გადასახადების მობილიზების კუთხით.

“საგადასახადო შემოსავლების წილი მშპ-ში დაახლოებით, 20-25%-ია, რაც საკამოდ კარგი მაჩვენებელია, თუკი მას სხვა ქვეყნებს შევადარებთ. თუმცა ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება შესაძლებელია და ვიცით რომ მთავრობა გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებაზე მუშაობს რაც მათ მობილიზებას გაამარტივებს”, – ამბობს მერსედეს ვერა მარტინი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *