მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება მცირდება

წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 5 233 477 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისოების მოგება 3.4-ჯერ შემცირდა. შედარებისთვის - წინა წლის იანვარ-მარტში მიკროსაფინანსოების მოგება 17.7 მლნ ლარი იყო.

წლის პირველ კვარტალში საქართველოში 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რაოდენობა 83-ს შეადგენდა. ყველაზე მეტი დასაქმებული კომპანია „კრისტალს“ ჰყავს და მათი რაოდენობა 967-ს შეადგენს. მას მოსდევს რიკო ექსპრესი 342 დასაქმებულით და მისო "კრედიტსერვისი+" 338 დასაქმებულით. 

საანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯამში 921031 სესხი ჰქონდათ გაცემული, საერთო მოცულობით 1 175 288 743 ლარი. აქედან 15.3 მლნ იურიდიულ პირებზე მოდის, ხოლო 1.1 მილიარდ ლარზე მეტი ფიზიკურ პირებზე. 

მისოების მთლიანი აქტივები 1.5 მილიარდ ლარს აღემატება. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წელი ზარალით დაასრულეს საქართველოში მოქმედმა საკრედიტო კავშირებმა. კერძოდ, მათ მიერ სებ-სთვის წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის მიხედვით, ზარალი 1.4 მლნ ლარს აღემატებოდა.

ჩვენ გირჩევთ

პროექტი

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა

პროექტი

პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის"

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კრედიტსერვისი კრისტალი

წინა სტატია

მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება
30 April, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი FDI-ით
30 April, 2018
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker