საქართველოს უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიები

საქართველოში უმუშევრობის დონე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 11.8%-ს შეადგენს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1069 ლარია.  

Forbes დაინტერესდა, თუ რომელია საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები. არასამეწარმეო სფეროს უმსხვილეს დამსაქმებელ 10 კომპანიას შორის 3 ბანკია. მათ შორის მაგალითად ცნობილია, რომ TBC ბანკს 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.  

არასამეწარმეო სფეროს უმსხვილეს დასაქმებულებს შორისაა საჯარო უწყებებიც. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც. სამინისტროს დასაქმებულთა რაოდენობა 29 000-ს სცდება. ამ რაოდენობაში შედის სამინისტროს ადმინისტრაციისა და ასევე პოლიციის თანამშრომლები. წარმოდგენილ ათეულში არ შედის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ სამინისტროდ მიიჩნევა 40 000-ზე მეტი თანამშრომლით, რადგან სწორედ სამინისტროს თანამშრომლებად ითვლებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულები.  

არასამეწარმეო სფეროში ტოპ-10 ორგანიზაცია 2017 წლის IV კვარტალის დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია:  

  • სსიპ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქმიანობის დასახელება: უმაღლესი განათლება 
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - საქმიანობის დასახელება: ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო მართვა
  • შსს სსიპ საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტო - საქმიანობის დასახელება: სახანძრო მომსახურების საქმიანობები 
  • სს "თიბისი ბანკი" - საქმიანობის დასახელება: კომერციული ბანკების საქმიანობა 
  • სსიპ საქართველოს შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - საქმიანობის დასახელება: საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმიანობები
  • სს ლიბერთი ბანკი - საქმიანობის დასახელება: კომერციული ბანკების საქმიანობა
  • საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - საქმიანობის დასახელება: იუსტიციის და სასამართლოების საქმიანობები
  • სსიპ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - საქმიანობის დასახელება: უმაღლესი განათლება
  • შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - საქმიანობის დასახელება: საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმიანობები
  • ს.ს. საქართველოს ბანკი - საქმიანობის დასახელება: კომერციული ბანკების საქმიანობა
  •  

რაც შეეხება ბიზნეს სექტორის 10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანამშრომელი შემდეგ კომპანიებს ჰყავთ: 
 

  • სს გეფა - საქმიანობის სახე: საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია - საქმიანობის სახე: ელექტროენერგიის განაწილება
  • სს ნიკორა ტრეიდი - საქმიანობის სახე: საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პრო­დუქ­ტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
  • სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი - საქმიანობის სახე: საავადმყოფოების საქმიანობები
  • სს საქართველოს რკინიგზა - საქმიანობის სახე: რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
  • შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია - საქმიანობის სახე: საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
  • შპს თბილსერვის ჯგუფი - საქმიანობის სახე: არასახიფათო ნარჩენების შეგროვება
  • შპს ჯეო ჰოსპიტალს - საქმიანობის სახე: საავადმყოფოების საქმიანობები
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი - საქმიანობის სახე: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი - საქმიანობის სახე: წყლის დაგროვება, დამუშავება და განაწილება 

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის. ამასთან, საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რამდენი დასაქმებული ჰყავთ აღნიშნულ კომპანიებს.

ჩვენ გირჩევთ

რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის

რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

დასაქმება ხელფასები უმუშევრობა

წინა სტატია

გალტ & თაგარტმა საქართველოში ტურიზმის სექტორის კვლევის შესახებ კონფერენცია გამართა
02 May, 2018

შემდეგი სტატია

G&T საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაორმაგებას ელოდება
02 May, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker