Forbes.ge უკვე Forbes.com-ზე ოფიციალურ გამოცემათა ჩამონათვალშია

ქართული "ფორბსი" Forbes-ის ვებგვერდზე ოფიციალური წარმომადგენლების სიაში განთავსდა.

Forbes.com-დან მომხმარებელს, სხვა საერთაშორისო გამოცემების მსგავსად, უკვე ქართული გამოცემის ვებგვერდზე გადასვლაც შეუძლია. გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით forbes.ge-ზე განთავსებული ყველა მასალის სრული აფილაცია უკვე forbes.com-ზეც მოხდება, Forbes Georgia აქვე აანონსებს, რომ წლის ბოლომდე მოხდება ქართული ვებგვერდის სრული ინტეგრირება სათავო ოფისის ციფრულ სერვისებთან. 

Forbes Georgia ყველაზე გავლენიანი ქართული ბიზნესგამოცემაა. Media Partners Georgia-სა და Forbes Media LLC-ის შორის გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების შესაბამისად, ჟურნალის ბეჭდური ვერსია, 2011 წლის დეკემბრიდან, გამოიცემა ყოველთვიურად, ქართულ ენაზე და ეფუძნება Forbes-ის საგამომცემლო სახლის მთავარ იდეას - მკითხველს მოუთხროს ადამიანებზე, იდეებსა და ტექნოლოგიებზე, მეწარმეებზე და მათ სულისკვეთებაზე შეცვალონ სამყარო. 

Forbes Georgia-ის მიზანია, მოიძიოს და წარმოაჩინოს ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის მიღწევები, ცალკეული მეწარმეების, ბიზნესმენებისა და სხვა პროფესიის ადამიანების წარმატების ისტორიები, რომლებიც მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ და ცვლიან სახელმწიფოსა და საზოგადოების ბედს. ქართული Forbes  ასევე გამოსცემს: Forbes Woman Georgia, Forbes Georgia English Edition, Forbes Banker, Forbes Property და სხვადასხვა ინდუსტრიებისადმი მიძღვნილ სპეციალურ ჟურნალებს.

წინა სტატია

რა თანხას ხარჯავს თითო ტურისტი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში
02 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

ეკონომიკური უთანასწორობა საქართველოსა და მსოფლიოში
02 მაისი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker