აპრილში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.2 პროცენტით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.5%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 27%-ით არის გაზრდილი.

აპრილში ფასების შემცირება ძირითადად რძის პროდუქტების, კვერცხის და ტანსაცმლის გაიაფებამ განაპირობა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (5.6%-ით) გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 2.9%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 2.1%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4.1%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4.4%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

ჩვენ გირჩევთ

რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

Forbes.ge უკვე Forbes.com-ზე ოფიციალურ გამოცემათა ჩამონათვალშია

რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

ინფლაცია ფასები სამომხმარებლო საქონელი

წინა სტატია

Forbes.ge already on the list of official publications of Forbes.com
03 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

აშშ საელჩომ და საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის პროგრამაზე კონკურსის დაწყება გამოაცხადეს
03 მაისი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker