Treepex-მა კრიპტოვალუტა Oxyn შექმნა

კომპანია Treepex-მა ახალი მწვანე კრიპტოვალუტა Oxyn შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ფინანსურ სარგებელთან ერთად, გარემოზეც იზრუნოს. პროექტით რამდენიმე ამერიკული და ევროპული საფინანსო ინსტიტუტი დაინტერესდა. თანხა, რომელსაც მომხმარებელი Oxyn-ში დააგროვებს გადამისამართდება მწვანე ორგანიზაციებში და ყველა მსურველს შეეძლება დარგოს ხე საკუთარ ან ახლობლის სახელზე. ყველა დარგული ხე აღჭურვილია სპეციალური მიკრო ჩიპით, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია ხის ზრდის პროცესისთვის თვალყურის დევნა. შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ "ოქსინ ტოკენს“, ხის ფოტოსა და გეოგრაფიული მდებარეობის კოორდინატებს.

Oxyn შეძენა ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი, შემოდგომიდან კი Oxyn ტოკენის მფლობელებს Oxyn კრიპტოვალუტის გაზრდილ ფასად განაღდება შეეძლებათ. 

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა კვანტალიანი ამბობს, რომ კრიპტ ეკო-სისტემა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. მისი მათავარი მიზანი კი ბიზნესისა და მომხმარებლის ერთმანეთთან დაკავშირებაა.

"ვქმნით იმ კომპანიების ქსელს, რომლებიც მზად არიან მომხმარებლებს, ე.წ "მწვანე ადამიანებს", - რომლებიც ფლობენ Oxyn-ს, რაიმე ექსკლუზიური შესთავაზონ. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ბარში სალათი, რომელიც სპეციალურად მათთვის მომზადდება, ან შეიძლება იყოს სასტუმროში ექსკლუზიური ნომერი, თვითმფრინავში განსაკუთრებული სავარძელი ბიზნესკლასში და ა.შ", - განაცხადა კომპანია Treepex-ის დამფუძნებელმა ლაშა კვანტალიანმა.

Treepex კრიპტოვალუტა Oxyn

წინა სტატია

საქართველოში უახლოეს წლებში 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი
04 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება
04 მაისი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker