ზედაზენი პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდის “ჰოლსტენის” ჩამოსხმას იწყებს

ზედაზენი მომხმარებელს პრემიუმ-კლასის გერმანულ ლუდს ჰოლსტენს შესთავაზებს. კომპანიის გენერალური დირექტორი კახა კოტრიკაძე ფორბსთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში მომხმარებელი უპირატესობას გერმანულ ლუდს ანიჭებს, სწორედ ამიტომ კომპანიამ კიდევ ერთ გერმანულ ბრენდზე გააკეთა აქცენტი. 

“მას შემდეგ, რაც ჩვენი ბოლო პროდუქტი “რაგნარი” ქართულმა ბაზარმა კარგად მიიღო, ახალზე ფიქრი დავიწყეთ. პოპულარული სერიალის, “ვიკინგების” პოპულარული გმირის სახელმა და პროდუქტის გემოს თვისებების კომბინაციამ კარგი შედეგი მოგვიტანა, დაგვარწმუნა, რომ წარმატებაც ელის და საექსპორტო პოტენციალიც ექნება. ახლა აქცენტი ისევ გერმანულ ბრენდზე გავაკეთეთ და “ჰოლსტენი” ავირჩიეთ. საქართველოში უპირატესობას მაინც გერმანულ ლუდს ანიჭებენ და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არჩევანი ჩვენც პრემიუმ-კლასის ბრენდზე შევაჩერეთ, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კარგადაა ცნობილი და ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სრულად დავიცავით გერმანელების ეგრეთ წოდებული “წმინდა კანონი” და ლუდში არაფერია წყლის, ალაოსა და სვიის გარდა. ეს არის წმინდა გერმანული გემო, ოდნავ მეტი სვიის სიმწარით, თუმცა – არა მძიმე ლუდი”, - ამბობს კახა კოტრიკაძე.

კახა კოტრიკაძის ინტერვიუ სრულად ფორბსის მაისის გამოცემაში წაიკითხეთ.

.

ზედაზენი ლუდი ჰოლსტენი კახა კოტრიკაძე

წინა სტატია

Treepex created Oxyn cryptocurrency
04 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

9 New Casinos Planned To Be Opened In Georgia In The Coming Years
06 მაისი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker