საკუთრების დაცვის რეიტინგში საქართველო 88-ე ადგილზეა

საკუთრების დაცვის რეიტინგში საქართველო 88-ე ადგილზეა

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 88-ე ადგილს იკავებს. ინდექსი სულ 127 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგში საქართველოს მეზობლები ეთიოპია და გაბონი არიან.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსს (International Property Rights Index) ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) ყოველწლიურად აქვეყნებს. 2016 წელს საქართველო აღნიშნულ ინდექსში 89-ე ადგილზე იყო.

საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება. საქართველომ 4.7 ქულა მოიპოვა. საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 5.3 ქულა აქვს (წინა წელთან შედარებით 0.1-ით შემცირდა), ფიზიკური საკუთრების დაცვაში 5.8 (წინა წელთან შედარებით 0.1-ით შემცირდა), ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში 3 ქულა (წინა წელთან შედარებით 0.5-ით გაიზარდა).

საკუთრების დაცვის რეიტინგში საქართველოს ისეთი ქვეყნებიც უსწრებენ, როგორებიცაა: ეთიოპია, მალი, კენია, ლიბერია, ზამბია, ვიეტნამი, ნეპალი, სენეგალი და შრი ლანკა.

რეიტინგში პირველ ადგილზე ახალი ხელანდიაა, ხოლო ბოლო – 127-ე ადგილზე იემენის რესპუბლიკაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *