ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა საქართველოსა და მსოფლიოში

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოს ანტიმონოპოლიური პოლიტიკა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტურია – მსოფლიო ბანკი ქვეყნის მიმოხილვაში წერს, რომ მიუხედავად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, კონკურენცია საქართველოში კვლავ დაბალია. მაგალითად ბანკს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა 7 სარეიტინგო ქულიდან 3.2-ით არის შეფასებული. 

მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის საქართველო რეიტინგში 112-ე ადგილზეა, სვაზილენდისა და კონგოს რესპუბლიკის გვერდით. 

საქართველოს უსწრებს თურქეთი, რომელიც 43-ე ადგილზეა, ასევე სომხეთი, რომელიც მეორმოცე ადგილზეა, აზერბაიჯანი, რომელიც 38-ე ადგილზეა და რუსეთი რომელიც 83-ე ადგილზეა. 

კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ანტიმონოპოლიური პოლიტიკა ყველაზე ეფექტური ფინეთშია. 

World Bank აღნიშნავს, რომ საქართველოში ისეთ სექტორებში, როგორიცაა მაგალითად წარმოება მონოპოლიების წილი უფრო დიდია ვიდრე რუსეთსა და სომხეთში. ბაზარზე სექტორების 70%-ში კი მხოლოდ 6 ან ნაკლები კომპანიაა წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *