რომელ ბანკს ჰქონდა ყველაზე მაღალი მოგება პირველ კვარტალში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი წმინდა მოგება - 107.7 მლნ ლარი „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, რომელიც 62%-ით მეტია 2017 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ 74.8 მლნ ლარით, რაც 37%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მესამეზე „ლიბერთი ბანკია“ 15 მლნ ლარის მოგებით.
წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „სილქ როუდ ბანკი“, რომლის მოგებაც 232%-ით გაიზარდა და 20 ათასი ლარი შეადგინა. 119%-ით შემცირდა „ბანკი ქართუს“ მოგება და -1 მლნ ლარი შეადგინა. ის ერთადერთი ბანკია, რომელმაც პირველი კვარტალი ზარალით დაასრულა.
პირველ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 234 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 84% სამ მსხვილ ბანკზე მოდის. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 9%-ით არის შემცირებული.
|
ბანკის დასახელება |
2017 წლის პირველი კვარტლის მოგება, მლნ ლარებში |
მოგების ცვლილება 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით |
1 |
თიბისი ბანკი |
107.7 |
62% |
2 |
საქართველოს ბანკი |
74.8 |
-37% |
4 |
ლიბერთი ბანკი |
15.0 |
54% |
3 |
ვითიბი ბანკი ჯორჯია |
9.1 |
-11% |
5 |
პროკრედიტ ბანკი |
8.1 |
141% |
6 |
ბაზისბანკი |
7.2 |
-10% |
7 |
ტერაბანკი |
6.2 |
14% |
8 |
ხალიკ ბანკი |
3.4 |
-11% |
9 |
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი |
0.9 |
-47% |
11 |
პაშა ბანკი |
0.9 |
-39% |
12 |
კრედო ბანკი |
0.9 |
-46% |
10 |
ზირაათ ბანკი |
0.6 |
16% |
13 |
ფინკა ბანკი |
0.6 |
114% |
15 |
სილქ როუდ ბანკი |
0.0 |
232% |
14 |
იშ ბანკი |
0.0 |
93% |
16 |
ბანკი ქართუ |
-1.0 |
-119% |
ყველა ბანკი |
234 |
-9% |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი