გილაური: "ლონდონის საფონდო ბირჟიდან $3 მილიარდზე მეტი გვაქვს მოზიდული"

BGEO ჯგუფის გაყოფის პროცესის დასრულების შემდეგ, "საქართველოს კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური ელოდება, რომ დამოუკიდებელ კომპანიებს კაპიტალის მოზიდვა უფრო მარტივად შეეძლებათ. 

მისივე თქმით, ორი კომპანია - “საქართველოს ბანკი” და “საქართველოს კაპიტალი” დამოუკიდებელი სახით შეძლებენ ინვესტიციების მოზიდვას, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ. 

“გაყოფა დასრულებულია, ეს მნიშვნელოვანი პროცესია. ორი კომპანია უკვე სრულად დამოუკიდებელი სახით ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად განახორციელონ ინვესტიციები. ეს ქვეყნისთვისაც კარგია, რადგან მეტ ინვესტიციას მოიტანს საქართველში. ბოლო 10 წელში ლონდონის საფონდო ბირჟიდან $3 მილიარდზე მეტი გვაქვს მოზიდული. გაყოფის შემდეგ კაპიტალის მოზიდვა მეტად იაფი და მარტივი გახდება, როგორც ბანკისთვის, ასევე საინვესტიციო ბიზნესისთვისაც“, - ამბობს გილაური.

“საქართველოს ბანკის” და „საქართველოს კაპიტალის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში წარმატებით განთავსდა. დღეიდან, ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკის აქციები BGEO-ს ე.წ ტიკერით, ხოლო საქართველოს კაპიტალის აქციები CGEO-ს "ტიკერით".

ჩვენ გირჩევთ

აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხები 486 მილიონი ლარით გაიზარდა

საინვესტიციო ჯგუფის “ბიჯეო” გაყოფის პროცესი წარმატებით დასრულდა

აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხები 486 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხები 486 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს კაპიტალისაქართველოს ბანკი ირაკლი გილაური BGEO Group

წინა სტატია

Yatırım Grubu “BGEO” nun bölünme süreci başarı ile tamamlanmıştır
29 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

პირველი გილდიის ვაჭარი
30 მაისი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker