ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოები საზღვარგარეთ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 27%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36% შეადგინა.
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი ღვინის ექსპორტი ხორციელდება:
"ქინძმარაული" – 5,7 მლნ ბოთლი
"მუკუზანი" – 1,7 მლნ ბოთლი
"წინანდალი“ – 1,4 მლნ ბოთლი
"ახაშენი" – 638 ათასი ბოთლი
"ხვანჭკარა" – 282 ათასი ბოთლი
"ტვიში" – 140 ათასი ბოთლი
"ყვარელი" – 58 ათასი ბოთლი
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
რუსეთი (20 439 494 ბოთლი)
უკრაინა (3 149 059 ბოთლი)
ჩინეთი (2 331 800 ბოთლი)
ყაზახეთი (1 379 698 ბოთლი)
პოლონეთი (1 300 222 ბოთლი).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.