მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები

2017 წელს მსოფლიო ექსპორტმა 17.4 ტრილიონი დოლარი შეადგინა. მსოფლიო ექსპორტში პირველობას არ თმობს ჩინეთი, რომლის ექსპორტი 2017 წელს 2.3 ტრილიონი დოლარი იყო (მსოფლიო ექსპორტის 13%).
მეორე ადგილზე აშშ-ია 1.55 ტრილიონი დოლარის ექსპორტით, ხოლო მესამეზე გერმანიაა 1.45 ტრილიონი დოლარით. უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულს გაერთინებული სამეფო ასრულებს 444 მილიარდი დოლარით. რუსეთი მსოფლიო ექსპორტში მე-15 ადგილზეა 359 მილიარდი დოლარით.
საქართველოს ექსპორტმა 2017 წელს 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 122-ე ადგილი დაიკავა.
გრაფიკი: ტოპ 10 ექსპორტიორი ქვეყანა, მილიარდ დოლარებში
წყარო: Central Intelligence Agency