საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად პირველ კვარტალში

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის პირველი კვარტლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის სექტორული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა.

ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (13.42%) უძრავი ქონების ოპერაციების სფეროში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა კომუნალური და პერსონალური მომსახურება 13.38%-ით, ხოლო მესამეზე სამთომოპოვებითი მრეწველობაა 11.4%-ით.

ეკონომიკა შემცირდა შინამეურნეობების საქმიანობის (-3%), სოფლის მეურნეობის (-2.2%) და კავშირგაბმულობის (-0.3) სექტორებში.

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა იყო, ეკონომიკის 16.9%-ით. მეორე ადგილზე მრეწველობაა 16.6%-ით, ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.3%-ით.

ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში

ეკონომიკის სექტორები

ზრდა

ოპერაციები უძრავი ქონებით

13.42%

კომუნალური და პერსონალური მომსახურება

13.38%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

11.4%

სასტუმროები და რესტორნები

10.9%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება

10.0%

საფინანსო საქმიანობა

9.1%

მშენებლობა

8.7%

დამამუშავებელი მრეწველობა

6.6%

განათლება

5.2%

ვაჭრობა და საგნების რემონტი

5.1%

სახელმწიფო მმართველობა

3.4%

ჯანმრთელობის დაცვა

2.8%

ტრანსპორტი

0.2%

კავშირგაბმულობა

-0.3%

სოფლის მეურნეობა

-2.2%

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

-3.0%

წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

მაისში ფულადი გზავნილები 13 პროცენტით გაიზარდა

"მთავრობის ზომა" საქართველოს და მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკებში

წინა სტატია

Gürcistan ile dünya ülkelerinin ekonomilerinde “ hükümetin büyüklüğü”
19 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

2018 yılı başından beri bu yana Gürcistan’da yeni 18 otel açılmıştır
19 ივნისი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker