სად იზრდება ფასები ყველაზე სწრაფად

2016 წლიდან 2017 წლის პერიოდში საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 5% იყო. TBC Research-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ დსთ-ს ქვეყნებში საშუალოდ 9.4% შეადგინა. საქართველოზე ნაკლები ინფლაცია დაფიქსირდა სომხეთში, რუმინეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. ევროკავშირში კი ინფლაციის დონე საშუალოდ 10 წლის განმავლობაში 1.8% იყო.  

2006-2017 წლებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შემდეგია:  

  • ევროკავშირი - 1.8%
  • სდთ - 9.4%
  • პოლონეთი - 1.9%
  • ჩეხეთი - 2.1%
  • ბულგარეთი - 3%
  • უნგრეთი - 3.4%
  • ესტონეთი - 3.5% 
  • რუმინეთი - 3.7%
  • სომხეთი - 4.2%
  • საქართველო - 5%
  • აზერბაიჯანი - 8%
  • თურქეთი - 8.5%
  • ყაზახეთი - 8.8%
  • რუსეთი - 8.8% 
  • უკრაინა - 14.1%  

ამავე პერიოდში ქართული ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 3%-ით გაუფასურდა. საქართველოს მეზობელი თურქეთის ეროვნული ვალუტა ლირა კი 8.2%-ით. 2006-2017 წლებში უკრაინული გრივნა დოლარის მიმართ 14.9%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი 7.2%-ით, უნგრული ფორინტი  3/1%-ით, პოლონური ზლოტი კი 2.2%-ით. 

 

 

წინა სტატია

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა
26 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

GOGC-ს მოგება 2.8-ჯერ გაიზარდა
26 ივნისი, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker