საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა კვლავ მცირდება. წლის ოთხ თვეში საქართველოს დერეფანში 11.6 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 0.3 მლნ ტონით ჩამორჩება. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შემცირებულია საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში პორტებში 5 მლნ ტნა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 0.7 მლნ ტონით ჩამორჩება. 

მცირედით გაიზარდა საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა და მან 133,169 TEU ერთეული შეადგინა. 

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს რკინიგზამ 3.3 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (3.6 მლნ ტონა) 9%-ით ნაკლებია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012 წლიდან შემცირების დინამიკით ხასიათდება. 

• 2012 წელი - 20,076 მლნ ტონა

• 2013 წელი - 18,185 მლნ ტონა

• 2014 წელი - 16,673 მლნ ტონა

• 2015 წელი - 14,143 მლნ ტონა

• 2016 წელი - 11,882 მლნ ტონა

• 2017 წელი - 10,6 მლნ ტონა 

რაც შეეხება პორტებს - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა მხოლოდ სუფსის საზღვაო ტერმინალში დაფიქსირდა - 1.4 მლნ ტონა ნაცვლად წინა წლის 1.3 მლნ ტონისა. 2.1 მლნ ტონიდან 2 მლნ ტონამდე შემცირდა გადამუშავებული ტვირთების მოცულობა ფოთის საზღვაო ნავსადგურში. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 0.5 მლნ ტობით შემცირდა და 1.1 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო ყულევის საზღვაო ნავსადგურში კი 0.1 მლნ ტონით შემცირდა და 0.5 მლნ ტონა შეადგინა.

ჩვენ გირჩევთ

სად იზრდება ფასები ყველაზე სწრაფად

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია

სად იზრდება ფასები ყველაზე სწრაფად

სად იზრდება ფასები ყველაზე სწრაფად

ტვირთბრუნვა საქართველოს პორტები სატრანსპორტო დარგები

წინა სტატია

ინტერნეტგადახდების რაოდენობა იზრდება
27 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

რომელი ქვეყნის ეკონომიკები იზრდება ყველაზე სწრაფად რეგიონში
27 ივნისი, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker