მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მევალეები

მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობების მიერ აღებული ვალის საერთო მოცულობა $63 ტრილიონს აჭარბებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საერთო მოცულობაში ყველაზე დიდი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია. 2001 წელს აშშ-ს სახელმწიფო ვალი $6.9 ტრილიონს შეადგენდა, რაც იმ დროინდელი მშპ-ს 54% იყო, დღეს კი ქვეყნის ვალი $20 ტრილიონს აღემატება და მისი ეკონომიკის 107%-ია. ეს კი მსოფლიოს მთლიანი ვალის დაახლოებით 31%-ია.

მსოფლიოს საერთო ვალის ყველაზე დიდ წილს შემდეგი ქვეყნები იკავებენ: 

ამერიკის შეერთებული შატატები

 ვალის მოცულობა: $19.9 ტრილიონი;

მსოფლიოს საერთო ვალის 31,8%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 107.1% 

იაპონია

ვალის მოცულობა: $11.8 ტრილიონი;

მსოფლიოს საერთო ვალის 18,8%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 239.3%

ჩინეთი 

ვალის მოცულობა: $4.9 ტრილიონი;

მსოფლიოს საერთო ვალის 7.9%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 44.3% 

იტალია 

ვალის მოცულობა: $2.4 ტრილიონი;

მსოფლიოს საერთო ვალის 3.9%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 132.6% 

საფრანგეთი 

ვალის მოცულობა: $2.3 ტრილიონი;

მსოფლიოს საერთო ვალის 3,8%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 96.3% 

გამოდის, რომ მსოფლიოს 5 ქვეყნის სახელმწიფო ვალი მთლიანი მოცულობის 66%-ს იკავებს. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლის ვალის მოცულობაც ქვეყნის მშპ-ს ყველაზე დიდ წილს შეადგენს, ხუთეული შემდეგია: 

იაპონია 

ვალის მოცულობა - $11.8 ტრილიონი

მსოფლიოს საერთო ვალის 18,8%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 239.3% 

საბერძნეთი 

ვალის მოცულობა - $353 მილიარდი

მსოფლიოს საერთო ვალის 0.6%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 181.6%

ლიბანი 

ვალის მოცულობა - $75 მილიარდი

მსოფლიოს საერთო ვალის 0.1%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 148.7% 

იტალია

ვალის მოცულობა: $2.4 ტრილიონი;

მსოფლიოს საერთო ვალის 3.9%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 132.6% 

პორტუგალია

ვალის მოცულობა: $267 მილიარდი

მსოფლიოს საერთო ვალის 0.4%;

ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან - 130.3%

ჩვენ გირჩევთ

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია

სად იზრდება ფასები ყველაზე სწრაფად

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია

წინა სტატია

რომელი ქვეყნის ეკონომიკები იზრდება ყველაზე სწრაფად რეგიონში
27 June, 2018

შემდეგი სტატია

მთელი საქართველოს ბანკი
27 June, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker