მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა

მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არც ერთ თვეში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.3%-ია, ხოლო იანვარ-მაისში 6.1%.

 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს (რაც სავარაუდოდ ახლო მომავალში გადაიხედება და ამაღლდება). საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *