სად შეხვდებით ყველაზე ხშირად “Fake ახალ ამბებს“

თურქეთის მოსახლეობა ყველაზე ხშირად ხვდება ე.წ. Fake ახალი ამბების გავლენის ქვეშ, - ასეთია Reuters-ის კვლევის შედეგები, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცდარ ინფორმაციაზე დამოკიდებულების მაჩვენებელი გაზომეს. შედეგად, თურქეთი პირველ ადგილზე აღმოჩნდა, რომლის გამოკითხული მოსახლეობის 49%-მა განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა ჰქონია. მეორე ადგილზეა მექსიკა 43%-ით, სამეულს კი ბრაზილია ასრულებს 35%-ით. 

მეოთხე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მოსახლეობის 31% ამბობს, რომ ბოლო ერთ კვირაში Fake news-ების მსხვერპლი გახდა, ხუთეულს კი 30%-ით სამხრეთ კორეა ასრულებს. 

მეექვსე ადგილზეა ესპანეთი, 29%-ით, რომელსაც ავსტრალია მოჰყვება 25%-ით. კანადაში მცდარი ინფორმაციის ნახვის მაჩვენებელი მხოლოდ 19%-ია, იაპონიაში კი 17%. გამოკითხულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიას აქვს, - მხოლოდ 9%.

წინა სტატია

In the first half of the year, Georgia generated over 1.3 bln USD from tourism
12 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Hennessy-ის ბარმენების კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ცისკაძე გახდა
13 ივლისი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker