ივნისში საქართველოს ექსპორტი 32 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ივნისში 2017 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 32%-ით (75 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 20%-ით (127 მლნ დოლარით) გაიზარდა.

2018 წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 309 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 771 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 462 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის ივნისის უარყოფით ბალანსზე 52 მლნ დოლარით მეტია.

ექვსი თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 29%-ით, ხოლო იმპორტი 23%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 19%-ით (445 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივლისს გამოქვეყნდება.

ჩვენ გირჩევთ

15 საუკეთესო სანაპირო ევროპაში

წლის შეჯამება

15 საუკეთესო სანაპირო ევროპაში

15 საუკეთესო სანაპირო ევროპაში

წინა სტატია

ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა
16 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

როგორ იზრდებოდა ემიგრანტების გადმორიცხული თანხა ბოლო 10 წელიწადში
16 ივლისი, 2018
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker