TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე

TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 149 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის 6 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 30.79%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით94.23%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, პირველად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. Georgian Airways – 247 485 მგზავრი / 12%;
2. Turkish Airlines – 246 021 მგზავრი / 12%;
3. Wizz Air – 223 364 მგზავრი / 11%;
4. Fly Dubai – 110 757 მგზავრი / 5%
5. Ukraine International Airlines – 109 529 მგზავრი / 5%
6. ურალის ავიახაზები – – 100 060 მგზავრი / 5%
7. აეროფლოტი – 90 998 მგზავრი / 4%
8. სიბირი – 78787 მგზავრი / 4%
9. პობედა ეარლაინზ – 69362 / 3%
10. პეგასუსი – 65 493 მგზავრი / 3%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *