რომელი ქვეყნების ღვინო ფასობს "ძვირად"

რომელი ქვეყნების ღვინო ფასობს "ძვირად"

ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) მიმდინარე წლის ბაზრის ანგარიში გამოაქვეყნა. OIV მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოში ღვინის წარმოება შემცირდა და მან 250 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა. ღვინის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იტალიაა. აღსანიშნავია, რომ პირველ ოცეულში მოხვდა საქართველოც და მან მეოცე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე მყოფ იტალიაში წლიურად 42.4 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო (ყურძნის წვენის გამოკლებით) იწარმოა, საქართველოში კი 1.1 მლნ ჰექტოლიტრი.  

ღვინის უმსხვილეს მწარმოებელთა სამულში მოხვდნენ საფრანგეთი და ესპანეთი.  

ამასთან, OIV ღვინის საშუალო ფასსაც ითვლის სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით,  2017 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2,5 ევროს შეადგენდა. მიმდინარე წლის 6 თვის მომაცემებით, ქართული ღვინის საშუალო ფასი გაუმჯობესებულია და 1 ლიტრზე 2,72 ევროს აღწევს.  

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღვინის საშუალო ფასი კი შემდეგია (1 ლიტრზე): 

  • ესპანეთი- 1,27 ევრო
  • სამხრეთ აფრიკა – 1,3 ევრო
  • ჩილე – 1,78 ევრო 
  • ავსტრალია – 2.15 ევრო 
  • გერმანია- 2,43 ევრო 
  • პორტუგალია – 2.5 ევრო 
  • არგენტინა- 2.7 ევრო 
  • იტალია- 2.75 ევრო 
  • აშშ – 3.8 ევრო 
  • საფრანგეთი – 5.8 ევრო 
  • ახალი ზელანდია – 4.21 ევრო  

თუმცა, აღსანიშნავია, ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი ასევე განსხვავდება საექსპორტო ბაზრების მიხედვითაც და ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე ნიშნულზე არ არის. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *