პაშა ბანკი - Business Brilliance Award-ის წარმომდგენი

პაშა ბანკი - Business Brilliance Award-ის წარმომდგენი

2014 წლის 24 ოქტომბერს, პაშა ბანკმა, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული საბანკო მომსახურების ბანკს, სპონსორობა გაუწია Business Brilliance Award ცერემონიას. აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group.

24 ოქტომბერს თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა Business Brilliance Award ცერემონია და  ბიზნესის განვითარების ფორუმი. აღნიშნული ფორუმი განკუთვნილი იყო საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე ლიდერებისთვის და ასევე მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტებისათვის. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მსოფლიო მნიშვნელობის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების მასტერკლასებს დასწრებოდნენ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მსოფლიო ბრენდების: Microsoft, Greenwich Willage PR, Bupa, UNICEF პრეზენტაციები. ამ საერთაშორისო კონფერენციაზე  წარმოდგენილი იყო მსოფლიო კლასის სპიკერების და წამყვანი ლიდერების რჩევები, მათი ხედვა დინამიურ ბიზნეს გარემოში მიმდინარე საკითხებზე და რეალური მაგალითები მათი გამოცდილებიდან.

“საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს ზრდას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სართაშორისო კომპანიების შემოსვლას. უცხოური ინვესტიციების მოცულობაც იზრდება. ვთვლი, რომ ამ სიახლეების გათვალისწინებით ადგილობრივ ექსპერტებს გამოადგებათ ის თანამედროვეტენდენციები და ინფორმაცია, რომელიც სპიკერებსა და ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს შეუძლიათ მათ გაუზიარონ” – თქვა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.

მამმადოვის სიტყვებით, პაშა ბანკისთვის  დიდი პატივია ასეთი რეპუტაციის ცერემონიის სპონსორობა. “მას შემდეგ, რაც პაშა ბანკისაქართველოს ბიზნეს საზოგადოებას შეუერთდა ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ვიზიარებთ ქართული ბიზნესის განვითარების პასუხისმგებლობას“ თქვა მამმადოვმა.

“მინდა მივულოცო გამარჯვებულებს. Business Brilliance Award არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო და მისი მოგება ბევრს გვეუბნება ორგანიზაციის ხარისხსა და მისი მმართველი გუნდის სიძლიერეზე. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – არიან მართლაც რომ საუკეთესონი იმ საქმეში, რასაც აკეთებენ და აღნიშნული გამარჯვებით მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს”, – თქვა მამმადოვმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *