საწვავის ფასი საქართველოსა და მსოფლიოში

საწვავის ფასი საქართველოსა და მსოფლიოში

მსოფლიოში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 1.17 დოლარია. სხვადასხვა ქვეყნებში ბენზინის ფასს პორტალი globalpetrolprices ითვლის.  

ყველაზე იაფი ბენზინი ვენესუელაშია და ის მხოლოდ 0.01 დოლარს შეადგენს. ამავე პორტალის მონაცემებით, საქართველოში ფასი საშუალოზე დაბალია და ქვეყანა 50-ე ადგილს იკავებს ბენზინის საშუალო ფასით – 0.98 დოლარი ლიტრზე. აღნიშნული მონაცემები მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 16 ივლისის პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში საქართველოში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 2.23-დან 2.41 ლარამდე მერყეობდა. ამავე პერიოდში კი მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი 3.88 ლარი იყო.  

აპრილიდან ივლისამდე პერიოდში კი საქართველოში ბენზინის ფასი შემდეგნაირად შეიცვალა: 

 

საქართველოს მონაცემები აღებულია როგორც ოფიციალური სახლმწიფო უწყებებიდან, ასევე კერძო კომპანიებისგან.  

ქვეყნების ათეული, სადაც საწვავი ყველაზე იაფია შემდეგია:  

  • ვენესუელა – $0.01 ლიტრზე
  • ირანი – $0.27 ლიტრზე
  • სუდანი – $0.34 ლიტრზე
  • ქუვეითი – $0.35 ლიტრზე
  • ეკვადორი – $0.39 ლიტრზე
  • ნიგერია – $0.42 ლიტრზე
  • თურქმენეთი – $0.43 ლიტრზე
  • ეგვიპტე – $0.43 ლიტრზე
  • ყაზახეთი – $0.52 ლიტრზე
  • ბაჰრეინი – $0.53 ლიტრზე  

მსოფლიოში ყველაზე ძვირი საწვავი კი ისლანდიაშია და ის ლიტრზე საშუალოდ $2.13 დოლარს შეადგენს. 2.12 დოლარადაა შესაძლებელი ბენზინის შეძენა ჰონგ კონგში, ნორვეგიაში კი 2.03 დოლარად. ყველაზე ძვირადღირებული საწვავის მქონე ქვეყნების ხუთეულშია საბერძნეთიც – $1.95-ით და ბარბადოსი 1.99 დოლარით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *