ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე შეამცირა

დღეს, 25 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე შეამცირა. 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 7.25% იყო. 

ეროვნული ბანკის რეფინანსრირების განაკვეთის შემცირების მიზეზად წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლებას ასახელებს, რომელიც ივნისის ბოლოს 2.2% იყო. 

ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური აქტივობა 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ 6.1% შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე მაღალია, ძირითადად, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღო. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 5 სექტემბერს გაიმართება.

ჩვენ გირჩევთ

ახალი საბანკო რეგულაციები

საქართველოს საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი

ახალი საბანკო რეგულაციები

ახალი საბანკო რეგულაციები

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთი

წინა სტატია

ივნისში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 554 მილიონი ლარით გაიზარდა
25 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

ბანკების მიერ გაცემული სესხების დოლარიზაცია 54.7 პროცენტამდე შემცირდა
25 ივლისი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker