აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს საქართველოში ლიცენზია გაუუქმდა

სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. ბანკს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და, შესაბამისად, ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება. 

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული პროცესების შემდგომ სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები. 

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. 2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” სახელით ახორციელებს საბანკო საქმიანობას.

ჩვენ გირჩევთ

ბანკის მენეჯერები აქციების პორტფელით

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე შეამცირა

ბანკის მენეჯერები აქციების პორტფელით

ბანკის მენეჯერები აქციების პორტფელით

წინა სტატია

ინტერნეტბანკინგი საქართველოში
25 July, 2018

შემდეგი სტატია

TBC აზერბაიჯანის ბაზარზე ფართოვდება და ადგილობრივი ბანკის წილს ყიდულობს
26 July, 2018
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker