ცუკერბერგის წარუმატებელი ოთხშაბათი

ცუკერბერგის წარუმატებელი ოთხშაბათი

ოთხშაბათს, 25 ივლისს Facebook-ის აქციების ფასი 16%-ით შემცირდა და $181.89 შეადგინა, დღის ბოლოს კი აქციების ფასი $167-მდე დაეცა. Forbes-ის ვერსიით, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა რამდენიმე საათში $18.8 მილიარდი იზარალა და მისი ქონება $82.4 მილიარდიდან 63.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 

სოციალური ქსელის აქციების ფასის ვარდნა Facebook-ის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებას უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით, ანალიტიკოსების პროგნოზი არ გამართლდა და კომპანიამ იმაზე ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე ნავარაუდევი იყო, ამასთან. პროგნოზებს არ მიჰყვა მისი მომხმარებლების რაოდენობის ზრდაც. 

Facebook-ი Cambridge Analytica-ს სკანდალის გამო რამოდენიმე თვეა რთულ ვითარებაშია, თუმცა, მას უფრო წარუმატებელი დღეებიც ჰქონია, ვიდრე ეს 25 ივლისი იყო. კერძოდ, 27 მარტს, 10 დღის თავზე, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სოციალურმა ქსელმა მომხმარებლების მონაცემები Cambridge Analytica-ს გადასცდა, Facebook-ის აქციები $152.22-ზე ივაჭრებოდა, ცუკერბერგის ქონება კი ამ დღეს $61 მილიარდამდე შემცირდა. 

რამდენიმე წარუმატებელი საათის შემდეგ, როდესაც ცუკერბერგი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მერვედან მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, ის კვლავ მეოთხე ადგილზე დაბრუნდა და $82.4 მილიარდის მფლობელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *