საქართველოს ბანკის პარტნიორობით შვიდკაცასა და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით შვიდკაცასა და Take 6-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის პარტნიორობით 11 აგვისტოს, “Check In Georgia”-ს ფარგლებში “ბლექ სი არენაზე” “შვიდკაცასა” და “Take 6”-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.  “შვიდკაცას” საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილესა და  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.  ღონისძიების სპეციალური სტუმარია 10 “გრემის” მფლობელი ამერიკული აკაპელა ჯგუფი “Take 6”. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე გაჟღერდება “შვიდკაცას” რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები – ნიკოლოზ რაჭველის ახლებური ინტერპრეტაციით. საინტერესო კოლაბორაცია იქნება “შვიდკაცას” და ამერიკული ჯგუფის ერთობლივი გამოსვლა ორკესტრის თანხლებით, “Take 6”-ი ასევე, საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს. 

“შვიდკაცას” მრავალწლიანი სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში გამართული აქვს არაერთი სოლოკონცერტი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. 2017 წელს ის გახდა პირველი ქართული ანსამბლი, რომელმაც შეასრულა სიმღერა Oracle არენაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა “Golden State Warriors” და “Memphis Grizzlies”. ამერიკული ჯგუფი “Take 6” 1980 წელს ალაბამაში ჩამოყალიბდა. სექსტეტი აკაპელა და გოსპელ ჟანრებში მოღვაწეობს, ისევე, როგორც რიტმ ენდ ბლუზსა და ჯაზში. მათ საკუთარი კარიერის განმავლობაში 10 “გრემი” დაიმსახურეს. ასევე მიღებული აქვთ სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო თუ ნომინაცია. ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან რეი ჩარლზი, უიტნი ჰიუსტონი, ელ ჯერო, ქუინსი ჯონსი, ქუინ ლატიფა, ბრაიან მაქნაითი, მარკუს მილერი, “მანჰეტენ ტრანსფერი” და სტივი უანდერი.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *