$210 000-იანი საფარი

$210 000-იანი საფარი

ერთ დროს ვილდენშტეინების ოჯახის საკუთრებაში არსებული, 58 000 აკრის ფართის ოლ ჯოგის რანჩოს დაქირავება ექსკლუზიური, ძვირად ღირებული საფარის გამოცდილების მისაღებად, დღეს უკვე შესაძლებელია.

კენიაში მდებარე ვილდენშტეინის ოჯახის კუთვნილი ოლ ჯოგის რანჩოს ბრწყინვალე დეტალებით ადვილადმოიხიბლებით: ლამპიონებისთვის განკუთვნილი ვენეციური შუშის სფეროები, “ჰერმესის” საუცხოო თეთრეული, ჩინებულად გაპრიალებული ბუჩელატის ვერცხლი… მაგრამ მთავარი ხიბლი ამ დეტალებში არ ძევს. დიახ, სახლში ბევრი დიდებული საგანია, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დეკორაციაა – ამ ადგილის მომაჯადოებელი ძალა მის ველურ ბუნებაშია. აქ წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას ვხვდებით. სპილოების მიგრირების, ასევე, მსოფლიოში დარჩენილი გრევის ზებრის 15%-ის პოპულაციისა და 790-დან 40-ზე მეტი, ისევ აღმოსავლეთ აფრიკაში შემორჩენილი შავი მარტორქის ჩათვლით. გამოცდილება, ამ შემთხვევაში, უჩვეულოა, რამდენადაც მიწა მთლიანად სტუმრების კუთვნილებაშია. ოლ ჯოგი (ეს სახელი ადგილობრივი ჩირგვნარის გამო დაერქვა) ლაიკიპიას პლატოს 58 000 აკრისაგან შედგება. უფრო ადრე, დაახლოებით 35 წლის განმავლობაში, რქოსანი პირუტყვის მეურნეობა ოჯახის საკუთრებაში არსებულ ნაგებობასა და ველური ბუნების “ტაძარს” წარმოადგენდა; გასულ წელს მოხდა მისი, როგორც ექსკლუზიური დანიშნულების ვილის, საზოგადოებისათვის წარდგენა.

“ვერ ვიტან, როდესაც თავს ტურისტად ვგრძნობ”, – აცხადებს ალეკ ვილდენშტეინი, ოჯახის ქონების 34 წლის მემკვიდრე, რომელმაც პირველად ოლ ჯოგიში 6 თვის ასაკში იმოგზაურა; მან, მამის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წელს, მმართველობა თავის თავზე აიღო. – აქ კი თავს ტურისტად არ გრძნობ”, – ამბობს ის და ამ სიტყვებში მცირე ზომის სპილოების ნახირის ირგვლივ პარკირებული ათი “ლენდ კრუიზერის” ნახვას არ გულისხმობს, როგორც ეს ბევრ პარკსა და ნაკრძალში ხდება. არც წესებს უნდა მიჰყვე, – გარდა ოლ ჯოგის რეინჯერების კონკრეტული უსაფრთხოების ღონისძიებებისა, – ღამით მგზავრობის, ლაშქრობებისა და ცხენებით საფარის მოწყობის თაობაზეც კი, იმ სტუმრებისათვის, რომელთაც იციან რას აკეთებენ. – ხალხი აქ ფეხით მოძრაობს და თავის თავზე იღებს რისკს, რომელსაც კარგად აცნობიერებს”.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ შესანიშნავი “ოთხბორბლიანი” მიგრაციის მონაწილე იყო, დააფასებს ამ ხედს, მთავარი სახლის ვერანდაზე გაშლილი სასადილო მაგიდიდან რომ მოჩანს. უკანა ეზოს სარწყავი არხი და მარილიანი წყარო, ხუთდღიანი ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, ველურ ბუნებასთან იყო შერწყმული. ეს არის ადგილი, რომელიც უსაფრთხო შეკრების წერტილია ბეჰემოტებისთვის, სპილოებისთვის, ზებრებისთვის, კამეჩებისთვის, შავწინწკლებიანი ანტილოპა იმპალასათვის, ქურციკებისათვის, ანტილოპა გნუსა და სხვადასხვა ფრინველისათვის. ერთ-ერთმა სტუმარმა დაინახა, როგორ დგებოდა მარტორქა ჩრდილში დადგმული ტახტიდან. შესანიშნავია ისიც, რომ ბუნკერამდე გრძელი გვირაბი მიდის, მას ფანჯრები თვალის დონეზე აქვს განთავსებული. ეს გვირაბი ბუნების შვილების თავმოყრის ადგილიდან რამდენიმე მეტრშია. მისი დახმარებით, სტუმრებს, დღისითა და ღამით ცხოველთა მოქმედების თვალყურის დევნება შეუძლიათ. ზოგჯერ ველური ბუნება ისეთ სიურპრიზებს გვიმზადებს, რომელთა აქ გადმოცემაც შეუძლებელია. სწორედ ეს არის ოლ ჯოგის მახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიც მას საოცარ ღირებულებას სძენს და არა მარტო შინაარსობრივად. $210 000 კვირაში, 14 ადამიანისათვის – ეს არის ამ მშვენიერებაში ყოფნის საფასური (თუმცა, თუ დაიანგარიშებთ, ეს ფასი, საფარის ტოპ-სახლებში ერთ პირზე განსაზღვრულ ტარიფებს სრულიად შეესაბამება).

გარემოს მგზნებარე დამცველის, ვილდენშტეინის, დიდი ხნის სურვილი იყო ოლ ჯოგის, როგორც კურორტის, გახსნა. “სახლი აშენდა იმ თაობისათვის, რომელიც გაცილებით ექსტრავაგანტური იყო, ვიდრე მე ვარ”, – აცხადებს ვილდენშტეინი, რომელიც ყოველი წელიწადის დაახლოებით ნახევარს ადგილზე გარემოს დაცვის პროგრამების მართვაზე ხარჯავს და თავისი სხვა გატაცებებისთვისაც – ფრენისა და ბუჩქნარის ჰორიზონტის შედგენისთვისაც იცლის. მისი სურვილია ამ საქმიანობაში მეტის დახარჯვა შეძლოს. მის მშობლებს სახლში გართობა უყვარდათ, “მაგრამ მე ამას მარტივად ვუდგები. მე მოკრძალებული ვარ. მე სულ რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც სტუმრად მოდიან ხოლმე. მე იმ წესებით არ ვცხოვრობ, რისთვისაც ოლ ჯოგი შეიქმნა. ამდენად, მსურს ვიხილო ხალხი, რომელიც მოვა და მას იმისათვის გამოიყენებს, რა დანიშნულებისთვისაც იყო განკუთვნილი. მე კი სიამოვნებას აქაური გამოცდილების გაზიარებით, რელაქსირებული ადამიანების ხილვითა და ბუნებასთან კონტაქტით მივიღებ”.

უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შემოსავლის გამომუშავებით მას გარემოს დაცვაში თავისი ინვესტიციის გაორმაგება შეუძლია. მისი მიზანია მიაღწიოს იმას, რომ სტუმართა შენატანებმა გარემოს დაცვითი საქმიანობა მთლიანად უზრუნველყოს, რის შედეგადაც ის თავის საქმიანობას დამოუკიდებელს გახდის და გააგრძელებს უკვე მისი პირადი დაფინანსების გარეშე. ამასთან, ეს მოდელი რეგიონში გარემოს დაცვითი და თემის განვითარების სხვა პროექტებისათვის კერძო საწარმოს საჩვენებელი სახე იქნება.

ველური ბუნებისა და უსაფრთხოების მენეჯერი, ჯემი გეიმერი აღნიშნავს, რომ რანჩოების ველური ბუნების გადარჩენის ცენტრების მიერ მოწყობილი ტურების მიზანს იმ ცხოველთა რეაბილიტაცია წარმოადგენს, რომელთაც, ადამიანის მიზეზით, ზიანი მიადგათ. ასევე უფასო საგანმანათლებლო პროგრამების წარმართვა 70 000 კენიელი სტუდენტისათვის. “ყოველივე ეს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოადგენს”. გეიმერი ზედამხედველობს: 120 რეინჯერსა და დაცვის თანამშრომელს, მეძებრებსა და თავდამსხმელ ძაღლებს, მოწინავე ტექნოლოგიებს, კვალიფიციურ ვეტერინარებსა და სამედიცინო აღჭურვილობას (ძირითადი საფრთხე აღმოსავლეთ აფრიკას ემუქრება. ამჟამად  მარტორქის რქა აზიურ შავ ბაზარზე, შესაძლოა $30 000–ად გაიყიდოს), რათა ცხოველები ბრაკონიერებისაგან დაიცვას. ოლ ჯოგი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მცირე ადგილთაგანს კენიაში, რომელსაც შეუძლია შეიფაროს ცხოველები, ჰყავდეს ისინი უსაფრთხოდ და გამოკვებოს, ასევე, იყოს იმდენად წარმატებული, რომ ხალხი ადგილობრივი თემებიდან დაეხმაროს დაჭრილ ცხოველებს, რომლებიც მზრუნველობას საჭიროებენ; კენიის ველური ბუნების სამსახური ნებართვის მიღებას ცდილობდა, რათა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველები ამ ქვეყანაში გადმოეყვანა (უსაფრთხოების ფაქტორს სტუმრების დაცვის მეორადი ეფექტი გააჩნია).

მთავარი ნაგებობა და დამოუკიდებლად მდებარე კოტეჯები დეკორაციებით მორთეს ალეკის მშობლებმა, რომელთაც ნაირფერობის აღქმის უნარი გააჩნდათ. სტუმრების ე.წ. “ოთახთა” (უფრო სახლის მსგავსი) უმეტესობა გულმოდგინედ არის დამუშავებული ვიტრაჟული შუშის ფანჯრებით, რომლებიც ველური ბუნების პეიზაჟებითაა მოხატული (ასევე, ვენეციური შუშა უძრავ ნივთებზე), ავეჯი ხელითაა დამზადებული, აქ სააუქციონო სახლის კატალოგის შესავსებად საკმარისი რაოდენობის ანტიკვარულ ნივთებს იხილავთ. ქალისა და მამაკაცის გასახდელი ოთახები და სააბაზანოები განცალკევებულია. სააბაზანოები წვიმისებური საშხაპეთი და ჯაკუზითაა აღჭურვილი. უდავოდ ფუფუნების საგნები, მორთულობა-მოკაზმულობა აქ ბევრია, მაგრამ იძულებითი ან თეატრალიზებული არაფერია – ეს არ არის სტუმრებისათვის გათვლილი ხელოვნება, ეს არის უბრალოდ ის, რაც ამ ოჯახის სახლში იყო.

ამას ემატება ათწლეულების განმავლობაში აქ მომუშავე მომსახურე პერსონალის ინტუიციური მომსახურება – და სტუმრები თავს საკუთარ სახლში გრძნობენ (ამ კომფორტის განწყობას არც მასაჟის განსწავლული თერაპევტი გამოძახებით არ აზიანებს). ვახშამზე, მაგიდასთან, რომელიც დეკორატიული სანთლებითა და კვარცული ჭრის ბროლით არის სავსე, შესაძლოა თეთრხელთათმანებიანი მიმტანი მოგემსახუროთ; მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კედებსა და ჯინსებში გამოცხადდეთ. გეიმერი და მისი მეუღლე, კეროლი, ოლ ჯოგის კლიენტთებთან ურთიერთობის მენეჯერი, მაგიდებთან ხშირად ჩნდებიან, რათა სტუმრებს თავიანთი ცხოვრებისა და სამუშაოს შესახებ მოახსენონ, როგორც ამას ვილდენშტეინი აკეთებს, თუ ის იქვეა და მოწვეულია.

რაც შეეხება საკვებს, რომელიც სპეციალური დაკვეთით დამზადებულ ფაიფურის ჭურჭლითაა მორთმეული, ის განსაკუთრებულია. ადგილობრივი მცხოვრები ფრანგი შეფ-მზარეული ვილდენშტეინების ბაბუასთან მუშაობდა (ხოლო მანამდე ის როტშილდების ოჯახს ემსახურებოდა) და, შესაბამისად, უკვე ათწლეულების განმავლობაში ამ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სადილები სახლში ორგანიზებულია კრეატიული სალათების ბუფეტებით. პროდუქტის უმეტესობა მოკრეფილია მწყრის ბუდეებიდან და ბაღებიდან, რომლებიც შეფ-მზარეულის სახლის გარშემოა გაშენებული ან კიდევ შერჩეულია კენიის სანაპიროზე და ამ პროდუქტების მოწოდება ვილდენშტეინების ფრენების საშუალებით ხორციელდება. სადილები უფრო ოჯახური ტიპისაა, სადაც სუფრის მომსახურება ვერცხლის ჭურჭლით ხდება; ბუჩქნარში ან მთის მწვერვალზე გამართული სადილების სტილი არანაკლებად დახვეწილია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყოველთვის სიუხვით გამოირჩევა: აქ დარჩენა მხოლოდ ველურ ბუნებაში ღრმად ჩართვას არ უზრუნველყოფს, არამედ კონკრეტულ ცხოვრების წესსაც გულისხმობს. და მაინც, ველური ბუნება აქ მთავარია. “ეს განცდა არ უკავშირდება სახლს, – ამბობს ვილდენშტეინი. – ცალკე აღებული სახლი მცდარ შთაბეჭდილებას იძლევა. ოლ ჯოგი არის გამოცდილებებისა და ბუნების ერთიანობის განცდა”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *