ივნისში საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზარდა

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.7%-ია, ხოლო მეორე კვარტლის 6%.

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს (რაც სავარაუდოდ ახლო მომავალში გადაიხედება და ამაღლდება). საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *