სამშენებლო აქტივობის 46.8% თბილისზე მოდის

იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით ჯამში  4941 სამშენებლო ნებართვა გაიცა - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლები. სამშენებლო ნებართვები ჯამში 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტით მეტია. 

გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

 

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე. 

2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.

ჩვენ გირჩევთ

ინტერნეტბანკინგი საქართველოში

მსოფლიოს უმსხვილესი იმპორტიორები

ინტერნეტბანკინგი საქართველოში

ინტერნეტბანკინგი საქართველოში

წინა სტატია

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი
30 July, 2018

შემდეგი სტატია

გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მესამოცე ადგილზეა
30 July, 2018
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker