მსოფლიოს ქვეყნები ნავთობის ყველაზე მსხვილი რეზერვებით

მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი დადასტურებული რეზერვები ვენესუელას აქვს. World Atlas-ის მონაცემებით, ვენესუელამ, როგორცმსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მარაგების მქონე ქვეყანამ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაუსწრო საუდის არაბეთს, რომელიც ამჟამად მეორე პოზიციაზეა. ორივე ქვეყანა ერთად კი მსოფლიო ნავთობის მარაგების 1/3-ს ფლობენ. 

მსოფლიოს 10 ქვეყანა, ყველაზე მეტი ნავთობით შემდეგია: 

  • ვენესუელა - 300 000 000 ბარელი
  • საუდის არაბეთი - 266 455 000 ბარელი
  • კანადა - 169 709 000 ბარელი
  • ირანი - 158 000 000 ბარელი
  • ერაყი - 142 503 000 ბარელი
  • ქუვეითი - 101 500 000 ბარელი
  • არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 97 800 000 ბარელი
  • რუსეთი - 80 000 000 ბარელი
  • ლიბია - 48 363 000 ბარელი

საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში მეოცე ადგილზეა 7 მლნ ბარელი ნავთობის დადასტურებული რეზერვით. 

მიუხედავად იმისა, რომ სიაში პირველი არ არის, ექსპორტის კუთხით კვლავ საუდის არაბეთი ლიდერობს - მსოფლიოში ნედლი ნავთობის ექსპორტის15.9% სწორედ საუდის არაბეთზე მოდის, ვენესუელაზე კი მხოლოდ 2.7%. 

რაც შეეხებათ კომპანიებს, რომლებიც ნავთობის ყველაზე მეტ მარაგებს ფლობენ, 2017 წლის მონაცემები შემდეგია: 

  • Exxon Mobil Corporation - 2.940 მლრდ ბარელი
  • ConocoPhillips - 1.974 მლრდ ბარელი
  • Chevron Corporation - 1.916 მლრდ ბარელი
  • EOG Resources, Inc. - 1.808 მლრდ ბარელი
  • BP p.l.c. - 1.669 მლრდ ბარელი

ჩვენ გირჩევთ

რა თანხას ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი

რა თანხას ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ

რა თანხას ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ

წინა სტატია

ინტერნეტპროვაიდერების შემოსავლები იზრდება
31 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Доходы интернет провайдеров растут
31 ივლისი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker