რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები

წლის დასაწყისში ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა, რაც ძირითადად გამყარებული ევროთი და სუსტი გლობალური მოთხოვნით იყო განპირობებული.  ეროვნული ბანკის მონაცემებით, აშშ-ის მიერ ინიცირებულმა „სავაჭრო ომმა“ დამატებითი საფრთხეები გაუჩინა ევროპის ეკონომიკას ექსპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე შემოღებული ტარიფებით, რასაც შესაძლოა ავტომობილების დამატებითი დაბეგვრაც დაემატოს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, IMF-მა 2018 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2.2%-ით განსაზღვრა, რაც 0.2%-ით გაუარესებული მაჩვენებელია წინა პროგნოზთან შედარებით.

საინტერესოა როგორ პოზიციონირებს ამ ფონზე ჩვენი რეგიონის და მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკები:

2017 წლის პოტენციურზე მაღალი ზრდის შემდგომ, 2018 წელს თურქეთის ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. მათ შორის აღსანიშნავია ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება, რამაც წლის დასაწყისიდან თურქული ლირას მკვეთრად გაუფასურება გამოიწვია და დამატებით გაზარდა ინფლაცია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თურქეთში, კერძო მოხმარება ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად დარჩა, რის გამოც რეალური მშპ-ის ზრდამ პირველ კვარტალში 7.4% შეადგინა, თუმცა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, დაფინანსების გამკაცრებული პირობებიდან, მიმდინარე ანგარიშის მზარდი დეფიციტიდან და გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, თურქეთის ეკონომიკა წელს მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება.

რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1.3%-ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, მრეწველობის და სამთომოპოვებით სექტორებში ზრდამ გამოიწვია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, რეალური მშპ-ის ზრდა 2018 წელს ზომიერი იქნება. რაც შეეხება ინფლაციას, იგი კვლავ დაბალ ნიშნულზე, 2-4%-ის ფარგლებში, შენარჩუნდება.

2018 წლის პირველ კვარტალში უკრაინაში ეკონომიკური აქტივობა 3.1%- ით გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად განაპირობა ადგილობრივი მოთხოვნის ზრდამ, გაუმჯობესებული შრომის ბაზრის, ინფლაციიდან მომდინარე შემცირებული წნეხის და დაკრედიტების უკეთესი პირობების ფონზე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინის რეალური მშპ-ის ზრდა 2018 წელს 3.5%-ს მიაღწევს.

სომხეთის ეკონომიკა 2018 წლის პირველ კვარტალში თითქმის 10%- ით გაიზარდა, რითაც გაგრძელდა 2017 წელს დაწყებული მძლავრი ზრდის ტენდენცია. ბოლო მონაცემებით ზრდა ოდნავ შენელდა მეორე კვარტალში ინდუსტრიული დარგების ზრდის ტემპის შემცირების ფონზე, თუმცა, ექსპორტის მაჩვენებლები კვლავაც მოსალოდნელზე მაღალი დაფიქსირდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სომხეთის რეალური მშპ 2018 წელს 4.1%-ით გაიზრდება სახარბიელო საგარეო ფაქტორების შენარჩუნების ფონზე.

ნავთობის საერთაშორისო ფასების მკვეთრი შემცირების გამო აზერბაიჯანის ეკონომიკამ 2015-2016 წლებში მწვავე რეცესია განიცადა. 2017 წელს რეალური მშპ- ის ზრდის მაჩვენებელი დადებითი (0.1%) გახდა და გაუმჯობესება მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც გააგრძელა, ძირითადად არასანავთობო სექტორის აქტივობის ხარჯზე. აზერბაიჯანის რეალური მშპ-ის ზრდა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2018 წლისთვის 1.8%-ს შეადგენს.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ქვეყნები ნავთობის ყველაზე მსხვილი რეზერვებით

ბანკების Fb-რეიტინგი

მსოფლიოს ქვეყნები ნავთობის ყველაზე მსხვილი რეზერვებით

მსოფლიოს ქვეყნები ნავთობის ყველაზე მსხვილი რეზერვებით

წინა სტატია

İş yapma kolaylığı için en uygun ülkeler raporuna göre Gürcistan en iyi Avrupa ülkeleri içinde yer alıyor
02 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

Kazakh Switzerland
03 აგვისტო, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker