მეტი სარგებელი ფინკა ბანკისგან

მეტი სარგებელი ფინკა ბანკისგან

მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, ფინკა ბანკის პირადი საბანკო მომსახურების ხელმძღვანელ ლიკა ხითარიშვილს ვესაუბრეთ.

დავზოგოთ ფული ანუ სამომავლოდ შევინახოთ ჩვენი შემოსავალი. კონკრეტული მიზნისთვ ის ყულაბაში შეგროვებულმა ხურდამ თუ მუთაქაში “შავი დღისთვის” გადანახულმა ფულმა “ფერი იცვალა” და 21-ე საუკუნეში დეპოზიტების სახით მოგვევლინა. დაზოგვა – ეს არის ჩვევა, რომელიც ფინანსების მართვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ფინანსური წარმატების საწინდარს წარმოადგენს. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვის ვანდობთ ფულს, ვინ მოგვიტანს მეტ სარგებელს.

Forbes Georgia მოგითხრობთ იმ საფინანსო ინსტიტუტის შესახებ, რომელიც ბანკად 2013 წელს ჩამოყალიბდა და საკმაოდ მოკლე დროში საკუთარი ნიშიც დაიჭირა. ყველაფერი კი ოცი წლის წინ დაიწყო. 1998 წელს, როდესაც ფინკას საერთაშორისო ჰოლდინგმა საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე იდგა. ფინკამ საინტერესო, გამოწვევებითა და გამარჯვებებით სავსე ოცი წელი გამოიარა, მათ შორის იყოს ფინკას ფონდის ჯერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ჩამოყალიბება, შემდეგ კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბანკად ტრანსფორმაცია. სტრუქტურული, ოპერაციული და სისტემური ცვლილებები ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა შედეგი – საამაყო. უფრო დეტალურად საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე, მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, ფინკა ბანკის პირადი საბანკო მომსახურების ხელმძღვანელ ლიკა ხითარიშვილს ვესაუბრეთ.

ქალბატონო ლიკა, ამჟამად რამდენი ფილიალით ხართ საქართველოში წარმოდგენილი?

ფინკა ბანკს საქართველოს მასშტაბით 35 სერვისცენტრი აქვს. წარმოდგენილები ვართ ყველა დიდ ქალაქსა და ასევე რამდენიმე მცირე ზომის ქალაქში. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი 100 000-ზე მეტ მომხმარებელს უწევს სრულ საბანკო მომსახურებას. თბილისში სულ ხუთი სერვისცენტრი გვაქვს, მათ შორის ერთი განსხვავებული კონცეფციის მქონე – პირადი საბანკო მომსახურების სერვისცენტრია.

რა არის ის მიმართულებები, რასაც ფინკა ბანკი თავის მომხმარებლებს სთავაზობს და რომელია ბანკისთვის პრიორიტეტული?

ფინკა ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებს, ასევე ისეთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, როგორიცაა სწრაფი ფულადი გზავნილები, ბარათები, ინტერნეტ- და მობაილ ბანკით მომსახურება და სხვა. პროდუქტებისა და სერვისების განვითარება და ჩვენი სეგმენტების ინტერესებზე მორგებული საუკეთესო პირობების შეთავაზება ბანკისათვის პრიორიტეტულია.

ბაზარზე ლარში დეპოზიტებზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა და, როგორც ვიცი, სწორედ ფინკა ბანკის ერთ- ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც დეპოზიტებია. რა არის თქვენი უპირატესობა ამ მიმართულებით და რამდენი სახის დეპოზიტს სთავაზობთ ფიზიკურ პირებს?

დიახ, დაგეთანხმებით, ბაზრის დღევანდელი მოთხოვნილების შესაბამისად, ჩვენთვისაც პრიორიტეტულია ლარში დეპოზიტების მოზიდვა. შესაბამისად, გვაქვს ლარის სადეპოზიტო პროდუქტების ფართო არჩევანი. ჩვენ ექვსი ტიპის დეპოზიტს ვთავაზობთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. თითოეული პროდუქტის პირობები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე. საპროცენტო სარგებლის მხრივაც, კლიენტებს მაღალ და კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთს ვთავაზობთ.

დეპოზიტებზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ზოგადად თანხის დაზოგვა თითოეული ჩვენგანის წარმატებისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთგვარი ფარი/ დაცვის მექანიზმი, რომელსაც ჩვენს ბიზნესს თუ ჩვენს თავს თანხის დაგროვებით ვუშენებთ, რათა ყოველთვის მზად ვიყოთ გაუთვალისწინებელი ცვლილებებისთვის.

მნიშვნელოვანია დეპოზიტის შერჩევის პროცესი. ხშირად გვეკითხებიან – რომელი დეპოზიტი გავხსნა? ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლები მზად არიან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია და დაეხმარონ მათ მიმდინარე საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე მორგებული პროდუქტის შერჩევაში.

ჩვენ ვესაუბრებით, კონსულტაციას ვუწევთ მეწარმეებსა და  ბიზნესის წარმომადგენლებს და ვეხმარებით მათთვის ყველაზე მოგებიანი გადაწყვეტილების მიღებაში. დღითი დღე იზრდება დანაზოგების შექმნისა და ბანკში განთავსების ტენდენცია, განსაკუთრებით – მეწარმეებში.

განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩვენს ახალ პროდუქტს – ანაბარს “მეტი სარგებელი”. სტანდარტული ვადიანი ანაბრისაგან განსხვავებით, ვადიანი და ზრდადი ანაბრები “მეტი სარგებელი” – ე.წ. გამოუთხოვადი ტიპის ანაბრებია, სანაცვლოდ, ამ ტიპის ანაბრებზე განთავსებულ თანხას ერიცხება ფიქსირებული, მაღალი საპროცენტო სარგებელი წლიურ 12.5%-მდე (ეფექტური 12.5%-მდე), რომლის გატანა კლიენტს შეუძლია როგორც ყოველთვიურად, ასევე ვადის ბოლოს.

რა სიახლეებს უნდა ელოდოს ქართველი მომხმარებელი ფინკა ბანკისგან უახლოეს მომავალში? გაგვანდეთ თქვენი მცირე და დიდი გეგმები.

რა თქმა უნდა, პროდუქტების დივერსიფიკაცია და გამრავალფეროვნება, სერვისების კიდევ უფრო დახვეწა, ჩვენს მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნა და ფინანსური წიგნიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობების გაზრდაა ჩვენი პრიორიტეტი.

აგროსექტორის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები ფინკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს ამ კუთხით სიახლეები გვაქვს – ჩვენს პარტნიორ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად შევქმენით სპეციალური პროდუქტები, მათ შორის აგროდაზღვევის განვადება, რაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

წელს დავნერგეთ ბაზარზე უნიკალური პროდუქტი – აგრო-სტარტაპი – რათა მცირე მეწარმეებს ახალი ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების საშუალება მივცეთ. ამ მიმართულებით არა მარტო ფინანსურ, არამედ საკონსულტაციო მხარდაჭერას ვთავაზობთ მომხმარებლებს, მათთან ერთად ვამზადებთ ბიზნესგეგმას და სესხის პირობებს პროგნოზირებული შემოსავლების გათვალისწინებით განვსაზღვრავთ.

კარგად გვესმის, რამდენად საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლება და ამიტომაც აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ისეთი არაფინანსური სერვისების შეთავაზებას, როგორიცაა სხვადასხვა სახის ტრენინგები, რადგან ვხედავთ, რამდენად დიდი მოთხოვნაა ჩვენ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე, კონსულტაციებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე. კიდევ უფრო აქტიურად გავუზიარებთ ცოდნას მომხმარებლებს, რომ მათ მათთვის სარგებლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ.

ფინკა ბანკის ოცი წლის იუბილეს აღნიშვნა მთელ წელს გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით და საიუბილეო წელთან დაკავშირებით კიდევ არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *