ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება - TOP 10

ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება - TOP 10

საქართველოში ელექტრონულ აუქციონზე ქონება გასაყიდად ყველაზე ხშირად სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს გამოაქვს. წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი), აღნიშნულ უწყებაზე გამოცხადებული ლოტების 60%-ზე მეტი მოდიოდა. ყველაზე ხშირად კი აუქციონზე გასაყიდად ტრანსპორტი და ელექტროტექნიკა გამოაქვთ. თუმცა, ყველაზე ძვირად უძრავი ქონება – მიწა და შენობა-ნაგებობები ფასობს.

1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასი შემდეგ 10 ქონებაზე დაფიქსირდა:

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში – აღნიშნული ქონება აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა. მიწის იჯარის უფლება 22.4 მლნ ლარად გაიცა. აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 14 250 ლარი იყო, აუქციონის სამმა მონაწილემ კი ქონება ერთმანეთს არ დაუთმო და 15 724 ბიჯის დადების შემდეგ, ქონების ღირებულება 22 მლნ ლარს გადაცდა. თუმცა როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ფორბსს განუცხადეს, ამ ქონების გასხვისებაზე ხელშეკრულება აუქციონის დასრულების შემდეგ აღარ გაფორმებულა.
  2. მიწის ნაკვეთი და შენობა თბილისში ხევძმარის ქუჩაზე – ქონება აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა და ის 18 080 000 ლარად გაიყიდა.
  3. 523 ნახევარვაგონი გაყიდა ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს რკინიგზამ და 8 212 216 ლარი მიიღო.
  4. კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში 6.6 მლნ ლარად გასხვისდა. მისი მფლობელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.
  5. 5 056 320 ლარად, იჯარის უფლებით გაასხვისა ქონების ეროვნულმა სააგენტომ დმანისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
  6. ასევე იჯარის უფლებით გასხვისდა 5 მლნ ლარად დაბა სტეფანწმინდაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა.
  7. 3 800 000 ლარად გასხვისდა თბილისში ჭილაძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.
  8. 3.7 მლნ ლარად გაასხვისა ქონების ეროვნულმა სააგენტომ კურორტი ახტალა.
  9. ბათუმში არსებული მიწის ნაკვეთი ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 2.9 მლნ ლარად გაასხვისა.
  10. შპს თბილისის აუქციონის სახლმა ელექტრონულ აუქციონზე 2.7 მლნ ლარად გაყიდა ნატახტარში არასასოფლო მიწა შენობით, საწარმოო დანადგარებითა და ავტო მანქანებით.

როგორც აღმოჩნდა წლის პირველ ნახევარში ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქონება ფასობდა. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 62 793 581 ლარის მობილიზება უზრუნველყო. უწყების მიერ ყველაზე ძვირად გაყიდული ქონებები კი შემდეგია:

  1. ქალაქ თბილისში, ამბროლაურის/ოთარ ჭილაძის ქუჩა N9 უძრავი ქონება – მყიდველი შპს ამერი დეველოპმენტი – გასაყიდი ფასი 3,800,000 ლარი, ადგილზე გასახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა – 10,000,000 ლარი.
  2. ბორჯომი, სოფ. ლიბანი – მყიდველი შპს ჯიენდი – გასაყიდი ფასი 1,003,000. ადგილზე განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა – 8,000,000 ლარი.
  3. წყალტუბო, 26 მაისის ქ. N1, სანატორიუმი ივერია. მყიდველი შპს ივერია პალასი გასაყიდი ფასი – 500,000 ლარი. ადგილზე განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 10,000,000 ლარი.
  4. მესტია, სეტის მოედანი – გასაყიდი ფასი 1,108,500 ლარი.
  5. ხაშური დაბა სურამი, მიწის ნაკვეთი. ფასი: 890,000 ლარი.
  6. ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ ტერიტორია – მყიდველი: შპს ღვინის გზა 2017. ფასი: 152,000 ლარი. ინვესტიციის მოცულობა: 5,000,000 ლარი.

მიმდინარე წელს სააგენტომ 2 სახელმწიფო საწარმოს – სს “ კურორტი ახტალას“ და შპს “აკადემიკოს ე. ფიფიას სახელობის სახალხო კლინიკური საავადმყოფოს“ პრივატიზება განახორციელა. საწარმოების გასხვისებით ბიუჯეტმა ჯამში 4 190 000 ლარი მიიღო, ხოლო “კურორტი ახტალას“ განვითარების მიზნით 12 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *