საქსტატი: უმუშევრობის დონე 12.1 პროცენტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის მე-2 კვარტლის დასაქმების და უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით აპრილ-ივნისში საქართველოში უმუშევრობის დონე 12.1% იყო. პირველ კვარტალში უმუშევრობა 14% იყო, ანუ მე-2 კვარატლი 1.9% პუნქტით შემცირდა. საქსტატის განმარტებით უმუშევრობის შემცირება ძირითადად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.

2018 წლის მე-2 კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64% შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია, როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.2 და 1.4% პუნქტით.  თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.7%-ს შეადგენდა, რაც პირველ კვარტალთან შედარებით 1.9% პუნქტით ნაკლებია.

2018 წლის მე-2 კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფელში 0.1% პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქში 3.9% პუნქტით შემცირდა.

ჩვენ გირჩევთ

ქართული საბანკო ისტორია ათწლეულის მიჯნაზე

მობილური ინტერნეტი

ქართული საბანკო ისტორია ათწლეულის მიჯნაზე

ქართული საბანკო ისტორია ათწლეულის მიჯნაზე

წინა სტატია

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები
20 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

Gürcistan'da en büyük yatırımcı şirketler
20 აგვისტო, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker