სავაჭრო პარტნიორებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთშია

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთში ფიქსირდება, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა კი სომხეთშია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში თურქეთში ინფლაციის დონემ 15.4% შეადგინა. 

სავაჭრო პარტნიორების ეფექტური წლიური ინფლაცია ივნისში: 

აზერბაიჯანი - 2.4%

სომხეთი - 0.9%

თურქეთი - 15.4%

ევროზონა - 2.0%

რუსეთი - 2.3%

აშშ - 2.9%

უკრაინა - 9.9%

ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა. 

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა.  

სავაჭრო პარტნიორების ეფექტური რეალური მშპ-ის ზრდა წლის პირველ ნახევარში:  

სომხეთი - 9.6%

თურქეთი - 7.4%

ევროზონა - 2.5%

რუსეთი - 1.3%

აშშ - 2.8%

უკრაინა - 3.1%. 

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის ივნისში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.0 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის II კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 6.0 პროცენტით, ხოლო 2018 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.7 პროცენტით განისაზღვრა.

ჩვენ გირჩევთ

სად არის ყველაზე ძვირი სასტუმროები საქართველოში

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება

სად არის ყველაზე ძვირი სასტუმროები საქართველოში

სად არის ყველაზე ძვირი სასტუმროები საქართველოში

წინა სტატია

Gürcistan koridorunda kargo cirosu azalıyor
21 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

გამოწვევები და შესაძლებლობები
21 აგვისტო, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker