"საქართველო სწორ ეკონომიკურ გზას ადგას"

"საქართველო სწორ ეკონომიკურ გზას ადგას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

“საქართველო სწორ ეკონომიკურ გზას ადგას“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

“ეკონომიკური ზრდა სახეზეა. მე ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექნება პატივი, რომ შევხვდე სტუდენტებს. ამ კონტექსტში ათწლეულობით დაგროვილი მდიდარი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსა და გერმანიას“, – ამბობს მერკელი. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები უფრო ინტენსიურად თანამშრომლობდნენ, რადგან საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდოს. 

“საქართველოში ბევრი გერმანელი ტურისტი ჩამოდის, ჩემთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანული კომპანიების წარმომადგენლები. პრემიერმა ასევე გაგვაცნო შანსები, რომელიც განათლების სფეროშია და შეგვიძლია ბევრი გავაკეთოთ დუალური განათლების სისტემის საქართველოში განვითარების კუთხით”, – ამბობს მერკელი. მავნე განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭეს საქართველოს და სწორედ ეს არის მისი ვიზიტის მიზანიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *