KFW მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას 150 მლნ ევროთი დააფინანსებს

KFW მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას 150 მლნ ევროთი დააფინანსებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა” და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის “სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე”.  

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. 

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.

გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე. პროექტის ღირებულება, წინასაწარი შეფასებებით, 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.  

უკვე ცნობილია, რომ პროექტს 100 მილიონი დოლარით დააფინანსებს ევროპის საინვესტიციო ბანკი. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *