G&T: 2022 წელს, საქართველოს მოსახლეობაზე 2.4-ჯერ მეტი ტურისტი ეწვევა

G&T: 2022 წელს, საქართველოს მოსახლეობაზე 2.4-ჯერ მეტი ტურისტი ეწვევა

Galt&Taggart-მა საქართველოში ტურისტების ზრდის პროგნოზი გაზარდა. კერძოდ, G&T 2022 წლისთვის ქვეყანაში 8.8 მლნ ტურისტის შემოსვლას ელოდება, ნაცვლად 7.6 მილიონისა, რაც წინა პროგნოზში იყო მოცემული. ამ პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს თავის მოსახლეობაზე 2.4-ჯერ მეტი ტურისტი ეწვევა. შედეგად, საქართველო  გაუსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც მაგალითად უნგრეთი და ბულგარეთია, რომლებლსაც საშუალოდ საკუთარ მოსახლეობაზე 1.6-ჯერ და 1.2-ჯერ მეტი ტურისტი სტუმრობს. თუმცა, საქართველოს პროგნოზი ჩამორჩება მაგალითად ხორვატიასა და კვიპროსს, რომლებსაც მოსახლეობაზე 3.3-ჯერ და 2.7-ჯერ მეტი ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად. 

G&T-ის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს საკუთარ მოსახლეობაზე 1.3-ჯერ მეტი ტურისტი ეწვევა. გასულ წელს კი საქართველოში მოსახლეობაზე 1.1-ჯერ მეტი უცხოელი ტურისტი შემოვიდა. 

Galt&Taggart-ის მიერ პროგნოზის გაზრდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება, რომელიც UNWITO-ს სტანდარტებს დაუახლოვდა. ამასთან, პროგნოზში გათვალისწინებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მონაცემებიც. 

შეგახსენებთ, რომ იანვარ-ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 1,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი – 431 მლნ დოლარის შემოსავალი დაფიქსირდა ივლისში, რაც 13.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ყველაზე მეტად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მარტში გაიზარდა და ზრდამ 28.9% შეადგინა.

იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 3,843,036  შეადგინა, ზრდა+15.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,498,751 შეადგინა, რაც 433,624-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +21%) ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), რუსეთიდან (+24.1%) თურქეთიდან (+20.4%) და სომხეთიდან (+2.1%) შედგა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *