ივლისში ლარში გაცემული სესხები 132 მილიონით გაიზარდა

ივლისში ლარში გაცემული სესხები 132 მილიონით გაიზარდა

2018 წლის ივლისში, წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 132 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 60 მლნ დოლარით გაიზარდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 515 მლნ დოლარით. პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 23.5 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 54.4%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 57.2% იყო.

ივლისში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 14 მლნ ლარით გაიზარდა. გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 36 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი 22 მლნ ლარით შემცირდა.

ივლისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.6 მლნ ლარით შემცირდა და 382 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.6%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ აგვისტოს 2.2% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *