რა მიზნით იყენებენ ინტერნეტს საქართველოში

საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 69.5%-ია. ინტერნეტით მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი თბილისშია უზრუნველყოფილი (85.5%), შემდეგ მოდის აჭარა (80.3%) და სამეგრელო ზემო სვანეთი (66%).

საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის 92.4% სოციალური ქსელების მოხმარების მიზნით იყენებს. ასევე ინტერნეტის გამოყენების მიზნებს შორის მაღალია ონლაინ ახალი ამბების კითხვაც (52.5%). ელ ფოსტის სარგებლობისთვის ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 51%-ია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის 51.6% ინტერნეტს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს. საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს 30.8% იყენებს, სამუშაოს ინტერნეტში 20% ეძებს, ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობისთვის ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი კი 26.1%-ია. წინა წლის მონაცემებთან შეარებით, ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი თითქმის ყველა სფეროში გაზრდილია, თუმცა მაგალითად ელ ფოსტის შემოწმების მიზნით თუკი გასულ წელს ინტერნეტს 52.5% იყენებდა, წელს ეს მაჩვენებელი 51.9%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით, ინტერნეტს ყველა ასაკობრივ ჭრილში მაღალი მაჩვენებელი აქვს: 15-29 წლის ასაკის პირებში 95.7%; 30-59 წლამდე პირებში - 89.7%; 60 წელს ზევით - 70.8%.

საქართველოში ინტერნეტით ვაჭრობის მაჩვენებელი იზრდება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 15 და მეტი ასაკის მოსახლეობის 20%-ს შეუძენია ან შეუკვეთია საქონელი/მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 16.7% იყო, ხოლო 2016 წელს კი 18.6%.

2018 წლის ივლისის მონაცემებით, ინტერნეტ ვაჭრობას უპირატესობას ქალები უფრო მეტად ანიჭებენ (21.8%), ვიდრე კაცები (19.3%). ქალაქებში ინტერნეტ ვაჭრობით მოსახლეობის 25% სარგებლობს, ხოლო სოფლებში კი 9.8%. ამასთან, ინტერნეტ ვაჭრობის ყველაზე დიდი წილით 15-დან 29 წლამდე პირები გამოირჩევიან.

ჩვენ გირჩევთ

Georgia’s top 10 Investor Companies

ქართველი მინისტრების ავტოპარკი

Georgia’s top 10 Investor Companies

Georgia’s top 10 Investor Companies

წინა სტატია

საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა იზრდება
17 September, 2018

შემდეგი სტატია

როგორ იცვლება საწვავის ფასი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში
17 September, 2018
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს!
ინტერვიუ | Nov, 16, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker