საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტის შემოსავალი 15 მილიონი ლარით გაიზარდა

საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტის შემოსავალი 15 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, იანვარ-აგვისტოში საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა. 2017 წლის პირველ 8 თვეში ჯარიმებიდან შემოსავალი 15 მილიონი ნაკლები, 37 მილიონი ლარი იყო.

52 მილიონიდან 21 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა, ხოლო 31 მილიონი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში.

2010-2012 წლებში, იანვარ-აგვისტოში საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში საშუალოდ 20 მილიონი ლარი შედიოდა, 2013-2017 წლებში კი საშუალოდ 36 მლნ ლარი. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.

გრაფიკი: ბიუჯეტის შემოსავლები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან, იანვარ-აგვისტო, მილიონი ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *